ცხოველების ფერმა


ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა - წასული თუ მარადიული აწმყო


ჯორჯ ორუელის ნაწარმოები „ცხოველების ფერმა „ 1944 წელ მზად იყო გამოსაცემად , მაგრამ ბევრმა რედაქციამ მისი გამოცემა ვერ გაბედა , რადგან ნაწარმოების შინაარსი იყო ერთგვარი სილის გაწვნა მაშინ არსებული პოლიტიკური რეალობისთვის. მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა 1945 წელს  ნაწარმოები გამოქვეყნდა და წარმატებასაც მალევე მიაღწია. ეს ერთი პატარა თითქოს უწყინარი რომანი გახდა სარკე არსებული რეალობისა , რეალობისა რომელიც დაკავშირებული იყო ჩაგვრასთან , ბრმა მორჩილებასთან და მოსახლეობისთვის აზროვნების უნარის წართმევასთან. ნაწარმოებში აღწერილი მმართველობა და მმართველები ხალხს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავდნენ, საკუთარ დაპირებებსაც წამდაუწუმ ცვლიდნენ, თვალებში გიყურებდნენ და მასე კი არა, ასე ვთქვიო, გიმტკიცებდნენ, შენ კი ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, ისინი კი განაგრძობენ შენში უუნარო ადამიანის არსებობას. თანდათან ხდება ის , რომ შენ შენს მმართველს ემსგავსები , ცივდები და მიყვები დინებას , რადგან არანაირი რესურსი და უნარი არ გაქ შეეწინააღმდეგო რეჟიმს. პროტესტის გრძნობა არ შეიძლება გქონდეს ,რადგან დაისჯები. ნაწარმოების მიხედვით ადამიანი სოციალური ცხოველია, მის ბუნებაში, მის ეგოში დევს ის რომ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
ჯორჯ ორუელის ნაწარმოები „ცხოველების ფერმა“ ემსახურება საბჭოთა კრიტიკას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი სახელმწიფოებრივი წყობილება შეიცვალა , მაგრამ მიუხედავად ყველაფერი ამისა დღესაც შეგვიძლია გარკვეული პარალელების გავლება ნაწარმოებში აღწერილ ეპოქასა და დღევანდელობასთან, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ სხვა სახელმწიფოზე.
ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ფერმაში. 
ცხოველები საკუთარ პატრონს, მისტერ ჯოუნზს აუჯანყდებიან, მას და მის თანაშემწეებს ფერმიდან განდევნიან და ანიმალიზმის პრინციპებზე დამყარებული, უტოპიური სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ.
ამბოხებას ცხოველთა შორის ყველაზე “გონიერნი” – ღორები ხელმძღვანელობენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ფერმის ყველაზე ცბიერი ღორი – ნაპოლეონი ერთგული ძაღლების დახმარებით თავის პოლიტიკურ კონკურენტს – სნოუბოლს ფერმიდან გააძევებს, ღორების პირობები კიდევ უფრო შეიცვლება. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებენ: ფერმერის სახლში ცხოვრობენ, სამზარეულოში გამორჩეულ ულუფას მიირთმევენ, საწოლებში სძინავთ. სხვები კი დღენიადაგ ქარსა თუ წვიმაში “ნათელი მომავლის”- ანუ წისქვილის – მშენებლობაზე მუშაობენ და განახევრებული საკვებით სულს ძლივს იბრუნებენ. რევოლუციის მთავარი მიღწევა , რომ ყველა ცხოველი თანასწორია  შეიცვალა ახალი რეალობით , როგორც ნაწარმოებშია გადმოცემული „ყველა ცხოველი თანასწორია , მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“.
ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები – ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები – მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.
არცერთი რევოლუცია საზოგადოებისათვის სიკეთით არ დასრულებულა ,რადგან საერთო საზოგადოების შექმნას, საკუთრების ხელყოფსა და კაპიტალის გადანაწილებას , ყველგან და ყოველთვის მოჰყვება ადამიანების ინდივიდუალური, რელიგიური თუ პოლიტიკური თავისუფლების დათრგუნვა.
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის  იდეებმა პირველი მარცხი განიცადა, მან ცნობილ ხერხს მიმართა: მტრებისა და მავნებლების ძიება დაიწყო. ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ სამმა ქათამმა ყველას წინაშე აღიარა, თითქოს სნოუბოლი მათ სიზმარში გამოეცხადათ და ნაპოლეონის წინააღმდეგ წააქეზა. ბატმა აღიარა, რომ ღამით, ყველასაგან დაფარულად ექვსი თავთავი შეჭამა. ცხვარი კი გამოტყდა, რომ სნოუბოლის წაქეზებით სასმელი წყლის ტბორში მოშარდა. ბელადის ერთგულმა ძაღლებმა, ისინი ადგილზე გაგლიჯეს, რითიც ცხოველებში შიშმა დაისადგურა.
ნაწარმოებში აღწერილი ფაქტები, გვახსენებს ჩვენს ისტორიასაც, როცა საბჭოტა კავშირი აკონტროლებდა თითოეული ადამაინის ბედს. უამრავი მწერალი , პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე შეეწირა საბჭოთა რეჟიმს და მხოლოდ იმიტომ , რომ თავის აზრს და დამოკიდებულებას გამოთვამდნენ ან ნაწარმოებებში გამოხატავვდნენ.ამის ერთ-ერთი მაგალითია პაოლო იაშვილი ,რომელსაც მოღალატეობა დასწამეს თავისსავე ძველმა მეგობრებმა ,რადგან იდეოლოგიურად სხვადასხვა რელსებზე იყვნენ , ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე ,რასაც მოყვა მისი დასჯაც. ეს იყო მაშინდელი სისასტიკის ერთ-ერთი მაგალითი , ჩვენ კი ასეთი და ამაზე უფრო მძიმე ბევრი ისტორია გვაქვს. საერთო კონრტოლი და ცილისწამებით დასჯა არა მარტო ცნობილ მოღვაწეებს ეხებოდათ არამედ უბრალო მოსახლეობასაც, ჩვენს ქვეყანაშიც იყო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული , დათრგუნული და დაბეჩავებული საზოგადოება . ჩვენთვისაც ცნობილია ფრაზები , რომელბიც წიგნშია მოყვანილი . მაგალითად „ამხანაგი ნაპოლეონი ყოველთვის მართალია“ , „ რა საუცხოო წყალია ამხანაგი ნაპოლეონის მადლით“ და ასე შემდეგ.
ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია ის ,რომ ძალაუფლება ყოველთვის მორალური თვალსაზრისით ყველაზე უარესის ხელშია , ისინი კი თავის მხრივ ირჩევენ და გვერდში იყენებენ ადვილად დამყოლ და ბრძოლისუნარიან ადამიანებს ,რათა მართონ და დაამარცხონ მათი წყალობით . მათ არ უყვართ განათლებული ადამიანები , რადგან მათი გონება განუწყვეტლივ ფიქრობს და რეალობას სწორად აღიქვამს , რაც მათ რთულად სამართავს და დაუმორჩილებელს ხდის.


ტომას მორი იყო ინგლისელი მწერალი და ჰუმანისტი, ის არის ავტორი ცნობილი ნაწარმოებისა „უტოპია”. „უტოპია“არის ორი ნაწილისაგან შემდგარი ნაწარმოები,რომელიც გადმოგვცემს არ არსებული კუნძულის უტოპიის პოლიტიკურ და სოციალურ წყობას. ნაწარმოებში წარმოდგენილია მორის მოსაზრებები სამართლის შესახებ.იგი თვლის,რომ იმ სამართალზე მეტი უსამართლობა არაფერია,რომელიც ამართლებს ადამიანის სიკვდილით დასჯას,მხოლოდ იმიტომ,რომ მან ვიღაცას ქონება წაართვა.თომას მორის აზრია,რომ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად.ხალხის უბედურების მიზეზად მორი სამართლიანად თვლიდა კერძო საკუთრებას და იმას,რომ ყოველივე ფულით იზომება. წიგნის მეორე ნაწილში არსებულ სინამდვილეს იგი უპირისპირებს თავისი ფანტაზიით შექმნილ იდეალურ,პოლიტიკურ-ეკონომიკურ სახელმწიფო სტრუქტურას.კუნძულის ყველა მოსახლეს იმდენი ერგება,რამდენიც სჭირდება და რადგან ზედმეტს არავინ იღებს ყველაფერი საკმარისია. უტოპიაზე ყველა თანამდებობა არჩევითია,ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საერთო კრებებზე წყდება,ყველა მოქალაქე ვალდებულია იმუშაოს საზოგადოების სასარგებლოდ. აქ ფიზიკური და გონებრივი შრომა ერთმანეთთანაა შეხამებული.უტოპიაში რელიგიის თავისუფლება არის და არსებობენ ათეისტებიც.უტოპიაში აღსანიშნავია აგრეთვე ისიც,რომ დამნაშავეებს სიკვდილის ნაცვლად სასარგებლო საზოგადოებრივ შრომას უსჯიან.
 თუკი თომას მორმა თავის “უტოპიაში” იდეალური საზოგადოება დაგვიხატა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ორუელმა იგივე გვიჩვენა, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში მყოფი წევრების თვალით. მან დახატა სისტემა, სადაც მთლიანად იშლება პიროვნების ბუნება და იგი ერთგვაროვანი მასის ნაწილი ხდება.
ვთვლი, რომ ნაწარმოები ჩვენთან გაცილებით ადრე უნდა თარგმნილიყო. მანამ, სანამ ჩვენი ახალგაზრდები ჩე გევარას პორტრეტებით დაიწყებდნენ სიარულს და ყველანაირ რევოლუციას ისევ რომანტიკოსების თვალით შეხედავდნენ. მანამდე უნდა გამოცემულიყო, სანამ საზოგადოება მიხვდებოდა, რომ რევოლუციები მხოლოდ რევოლუციონერებისთვისაა სასარგებლო და რომ ზოგიერთისთვის ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ძალაუფლებაა.
ამიტომ ეს რომანი ჩვენი საზოგადოებისთვის გაფრთხილებად უნდა იქცეს, იგი ყველამ უნდა წაიკითხოს: ძველმა თაობამ იმიტომ, რომ არასოდეს დაივიწყოს, თუ საიდან მოვდივართ. ახალგაზრდებმა კი იმიტომ, რომ უკან, „ცხოველების ფერმაში „ დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეთ.
  ცხოველების ფერმა და ნაწარმოების გმირების ხასიათი ჩემში იწვევს გარკვეულ ასოციაციებს საქართველოსა და ქართველებთან , რის მიზეზადაც მივიჩნევ იმას , რომ ჩვენში, ქართველებში, რუსულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დამოუკიდე- ბლობისკენ დაუოკებელი სწრაფვის შეჩერება, მაგრამ მნიშვნელოვანწილად შეძლო გაურკვევლობისა და მონური ფსიქიკის ჩანერგვა, საკუთარი ცხოვრების წესის თავსმოხვევა. დამოუკიდებლობის მოპოვება არ ნიშნავს თავისუფლებას. ბრძოლა თავისუფლებისთვის დღესაც გრძელდება. სწორედ იდეოლოგიაზე დამყარებულმა პოლიტიკისა და „საბჭთა ადამიანის“ ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესის შედეგეია, რომ დღეს ეს პრობლემა საკმაო სიმწვავით დგას ჩვენი ქვყენის წინაშე. თავისუფლების მოპოვების ამოცანის არსი მდგომარეობს, მორალური წნეხისგან განთავისუფლებაში. ერთადერთი გზა  განვითარებისაკენ არის განათლება. ქართველი ერის ხასიათი ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის აზრით ეფუძნება: “კერპთაყვანისცემის მოთხოვნილებას, ყალბად გაგებულ პატრიოტიზმს, ჩამორჩენილობას, საკუთარ თავში შეყვარებას, ამპარტავნებას” – დიახ, ეს არის საბჭოთა მანკიერი მემკვიდრეობის საილუსტრაციო ციტატა.


Комментарии