ცხოველების ფერმა

ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა - წასული თუ მარადიული აწმყო ჯორჯ ორუელის ნაწარმოები „ცხოველების ფერმა „ 1944 წელ მზად იყო გამოსაცემად , მაგრამ ბევრმა რედაქციამ მისი გამოცემა ვერ გაბედა , რადგან ნაწარმოების შინაარსი იყო ერთგვარი სილის გაწვნა მაშინ არსებული პოლიტიკური რეალობისთვის. მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა 1945 წელს ნაწარმოები გამოქვეყნდა და წარმატებასაც მალევე მიაღწია. ეს ერთი პატარა თითქოს უწყინარი რომანი გახდა სარკე არსებული რეალობისა , რეალობისა რომელიც დაკავშირებული იყო ჩაგვრასთან , ბრმა მორჩილებასთან და მოსახლეობისთვის აზროვნების უნარის წართმევასთან. ნაწარმოებში აღწერილი მმართველობა და მმართველები ხალხს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავდნენ, საკუთარ დაპირებებსაც წამდაუწუმ ცვლიდნენ, თვალებში გიყურებდნენ და მასე კი არა, ასე ვთქვიო, გიმტკიცებდნენ, შენ კი ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, ისინი კი განაგრძობენ შენში უუნარო ადამიანის არსებობას. თანდათან ხდება ის , რომ შენ შენს მმართველს ემსგავსები , ცივდები და მიყვები დინებას , რადგან არანაირი რესურსი და უნარი არ ...